понедельник, 17 июня 2019 г.

სასწავლო რესურსი და რეფლექსია

                                       სასწავლო რესურსის  რეფლექსია.
     სწავლა შეუძლებელია თუ ინფორმაცია მოსწავლისათვის აღქმადი არ არის. მნივნელოვანია ინფორმაციისა და შინაარსის წარდგენა მრავალფეროვანი გზებით მოხდეს, რადგან ინფორმაციის აღქმა, გაგება და გადამუშავება  ეფექტურად მოხდეს. მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა გამოიყენოს, როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური და ტაქტილური. ბუნებრივია სხვადასხვა საშუალებებით მიწოდებული ინფორმაცია აღსაქმელად უფრო ადვილია, მოსწავლისათვის გასაგები ხდება სასწავლო მასალა, შინაარსი და მეთოდი.
     იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ, მიუხედავად საჭიროებებისა, მიაღწიოს წარმატებებს, მნიშვნელოვანია უნივერსალური დიზაინის პრინციპეპზე შექმნილი სასწავლო გარემო. დამხმარე საშუალებები ზრდის მიღწევის დონეს.
     ამიტომ  შევქმენი სასწავლო რესურსი მე-9 კლასის სსსმ მოსწავლეებისათვის: გამარტივებული ისტორიული წყაროების შესაბამისი სიუჟეტური სურათები, რომლებიც სსსმ მოსწავლეებმა გააფერადეს და დაუკავშირეს შესაბამის ისტორიული წყაროს შინაარსს. აღნიშნულმა რესურსმა ხელი შეუწყო სსსმ მოსწავლის სწავლებას, მათ რესურსის დახმარებით ნათლად გაიგეს ისტორიული წყაროს შინაარსი.
      სასწავლო რესურსის შედგენისას გავითვალისწინე სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები, სსსმ მოსწავლეების შესაძლებლობები და საჭიროებები. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იყოს კრეატიული, სასწავლო თემის შესასწავლად მოიფიქროს და  შექმნას სხვადასხვა სასწავლო რესურსი, რათა სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო თემა იყოს გასაგები, ადვილად აღსაქმელი და ნათელი.
      სასწავლო რესურსის შექმნა განაპირობა იმან, რომ სსსმ მოსწავლეებს უჭირთ ისტორიული წყაროს შინაარსის გაგება-გააზრება, ასეთი სასწავლო რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სასწავლო თემის შესწავლისას.
        სასწავლო რესურსმა ხელი შეუწყო სსსმ მოსწავლი ჩართულობას და ინტერაქციას სასწავლო პროცესში, განუვითარა მათ ინფორმაციის ამოღების, დახარისხების და დაკავშირების უნარ-ჩვევები, სასწავლო რესურსის გამოყენებისას მოსწავლეებს მივეცი მკაფიო და გასაგები ინსტრუქციები, რომელიც მიშვნელოვანია რესურსის საგაკვეთილო პროცესში ეფექტურად გამოყენებისათვის.
      ჩემი აზრით დასახულ მიზანს მივაღწიე: სსსმ მოსწავლეებმა გაიგეს და გაიაზრეს  დავით აღმაშენებლის შესახებ ისტორიულ წყაროებში გადმოცემული ინფორმაცია და დააკავშირეს იგი  სიუჟეტურ სურათებთან, ყოველივე ამან სსსმ მოსწავლეებს გაუადვილა სწავლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий