გვერდი-1 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
რ თ უ ლ ი ქ ც ე ვ ი ს მ ა
რ თ ვ
ა.
ს ა რ ჩ ე ვ ი:
1.შესავალი.-------------------------------------------------------------------------2-4
გვ.
თავი I.
1.1.საკვლევი საკითხის მიმოხილვა.-----------------------------------------5-6
გვ.
1.2.საკვლევი საკითხის აქტუალობია დასაბუთება.-----------------------
1.3.სამიზნე ჯგუფი.-----------------------------------------------------------
თავი II.
2.1. ლიტერატურის მიმოხილვა.--------------------------------------------7-8გვ.
თავი III.
3.1.საკვლევი კითხვების ფორმულირება.---------------------------------9
გვ.
3.2.კვლევის მიზნები და ამოცანები.---------------------------------------9
გვ
3.3.კვლევის გეგმა.-----------------------------------------------------------10
გვ.
თავი IV.
4.1.რთული ქცევის მართვის გეგმა.--------------------------------------11-13გვ.
4.2.ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი------------------------13-33
გვ.
თავი V.
5.1.შეფასების კითხვარი მასწავლებლებისა
და პერსონალისათვის.-----34-35გვ.
თავი VI.
6.1. მონაცემთა ანალიზი.------------------------------------------------------36-38
გვ.
თავი VII.
7.1.კვლევის ვადები.-----------------------------------------------------------39
გვ.
თავი VIII.
8.1.კვლევის შედეგების ანალიზი.----------------------------------------------40-43გვ.
თავი IX.
9.1.ინტერვენციები და ინტერვენციების
ანალიზი.---------------------------44-45გვ.
9.2.ინტერვენციების შედეგები---------------------------------------------------46-50გვ.
თავი X.
10.1.კვლევის
მიგნებები.--------------------------------------------------------51-52 გვ.
10.2.თვითკრიტიკა და რისკფაქტორები---------------------------------------53გვ.
10.3.რეკომენდაციები-------------------------------------------------------------53-54გვ.
10.4.დასკვნა------------------------------------------------------------------------55
გვ.
10.5.კვლევის არსი და სკოლაში მისი
დანერგვა-------------------------------55 გვ
11.1.გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------56
გვ.
გვერდი-2 1.შესავალი.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია სსიპ ჭიათურის
მე-12 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ნ.ბ. რთული ქცევის მართვის საკითხი. ასევე
ყურადღება გამახვილებულია საკვლევ საკითხთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურაში
არსებულ ინფორმაციაზე, პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
ნაშრომი შედგება ? თავისაგან.
საკვლევი პრობლემა აქტუალურია, რადგან ჩვენი
სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე , რთულ ქცევას ხშირად ვხვდებით სსსმ მოსწავლებში,
რომელიც:
·
სახიფათოა თავად ბავშვისთვის ან სხვებისათვის.
·
ხელის შემშლელია ბავშვის განვითარებისათვის.
·
ის ხდება არასწორ ადგილას და არასწორ დროს.
აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს რთული ქცევის მართვას,
შესაბამისად კლასის მართვასაც, ეფექტური, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოს შექმნას.
პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლის პრობლემური
ქცევის ზუსტი ფორმულირება, მისი გამომწვევი მიზეზების და მიზნის დადგენა, პრობლემური
ქცევის პრევენცია, შესაბამისი ჩარევის, ქცევის ცვლილების სტრატეგიების შემუშავება,
ახალი უნარ-ჩვევების, ქცევების სწავლება.
მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს,
მათ შორის კი ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანია კლასის მართვა. შეუძლებელის სწავლისა
და სწავლების დონე ეფექტური იყოს კლასში, როდესაც მას მასწავლებელი კარგად ვერ მართავს.
მაგალითისათვის მოგითხრობთ კვლევის შესახებ, რომელიც პოლ რაითმა, სანდრა ჰორმა და უილიამ სანდერსმა ჩაატარეს (1997). კვლევის შედეგები ადასტურებს,
რომ ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მასწავლებელს ყვალაზე დიდი ზეგავლენა აქვს
მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.
დიაგრამა 1.1.
მასწავლებლის ეფექტურობის ზეგავლენა მოსწავლის
აკადემიურ მოსწრებაზე.
გვერდი-2

|
![]() |
მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების
მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება ზოგად, ბიოლოგიურ განვითარებას მივაწეროთ.
დიაგრამა
1.1.-ის მიხედვით, იმ მოსწავლის აკადემიური მოსწრება, რომელიც ძალიან ეფექტრი მასწავლებლის
კლასში სწავლობს, ერთი წლის მანძილზე 52%-ით იზრდება. ის მოსწავლე კი, რომელიც ძალიან
სუსტი მასწავლებლის კლასშია, ერთი წლის მანძილზე აკადემიურ მოსწრებას მხოლოდ 14%-ით
აუმჯობესებს.
გვერდი-3
გვერდი-4
ეფექტური მასწავლებელი ახერხებს, თავიდან აიცილოს
დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, იმით რომ, მოსწავლეების ინტერესს მოდუნების
საშუალებას არ აძლევს. გადაჭარბებული არ იქნება იმის განცხადება, რომ კლასის მართვა
ყოველთვის ითვლებოდა მასწავლებლისათვის ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო საკითხად. მასწავლებლის
ფუნქციათა სამი სფეროდან-სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, სასწავლო
გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე და კლასის მართვის მეთოდების ეფექტური გამოყენება-
კლასის ეფექტურად მართვა არის უმნიშვნელოვანესი.
ქცევა არის ადამიანისათვის დამახასიათებელი ურთიერთქმედება
გარემოსთან მოთხოვნილების საფუძველზე.საკლასო ოთახში მოსწავლის არასასურველი, არასწორი
ქცევა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, უმთავრესია გვახსოვდეს რომ ნებისმიერ
ქცევას აქვს თავისი წინაპირობა და შედეგი, რის მიღწევასაც მოსწავლე ცდილობს.
ქცევათა უმრავლესობა დასწავლილია და ემსახურება
გარკვეულ მიზანს ან კონკრეტულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.ქცევაზე დაკვირვების გზით
მასწავლებელი შეძლებს არასასურველი ქცევის
მიზნის გამოყოფას და ეფექტური პრევენციული სტრატეგიების დაგეგმვას არასასურველი ქცევის
სასურველით ჩასანაცვლებლად.
სწავლა მეცნიერების მიერ განიხილებოდა, როგორც
ცვლილება ადამიანის ქცევაში, რომელიც გამოწვეულია ინდივიდის ახალი გამოცდილებით / ან
პრაქტიკით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს სასწავლო მიზნები, რომლებიც ცხოვრებისეული უნარების შეძენასა და
გაძლიერებას გულისხმობს.
გვერდი-4
გვერდი-5
თავი I.
Ø .საკვლევი საკითხის მიმოხილვა. პრობლემის აქტუალობის დასაბუთება. სამიზნე
ჯგუფი.
1.1. საკვლევი საკითხის
მიმოხილვა.
ფსიქოლოგები მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების
სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობას, არაცნობიერ
მოტივებს, მემეკვიდრეობას, გარემოს, აღზრდის დეფიციტს და სხვა. მაგრამ ეს მეცნიერული
ახსნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს კლასში კარგი დისციპლინა უზრუნველყოს.
ინკლუზიური განათლების პრიორიტეტად აღიარებულია
ინკლუზიური განათლების მოდელი, რომელიც ორიენტირებულია განსხვავებული შესაძლებლობებისა
და საჭიროებების მქონე ბავშვების ეფექტურ და ხარისხიან სწავლებას ერთ გარემოში. ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება
მასწავლებლის მხრიდან დამატებით ძალისხმევასა და ქცევის მართვის სხვადასხვა სტრატეგიის
გამოყენებას მოითხოვს.
კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენების
მთავარი მიზანია საკლასო ოთახში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს და გაადვილებს
მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ-ემოციურ სწავლებას მათი უნარებისა და შესაძლებლობების
მიუხედავად.
უნდა
გვახსოვდეს ,რომ:
·
ქცევათა უმრავლესობა ნასწავლია გარემოსთან ურთიერთქმედების
შედეგად.
·
პრობლემური ქცევა ბავშვისათვის გარემოსთან ურთიერთობის
ხშირად ერთადერთ ნაცნობ ფორმას წარმოადგენს. ბავშვი ამ ქცევით გვეუბნება თუ რა უნდა,
რას მოელის ჩვენგან.
·
ქცევათა უმრავლესობას აქვს თავისი ფუნქცია.
·
ქცევა არ ხორციელდება უმიზეზოდ და უმიზნოდ.
·
პრობლემური ქცევის იდენტიფიკაციის დროს, ქცევის წინმსწრები
და შემდგომი მოვლენების აღწერის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ქცევის ფუნქციის განსაზღვრა
და შესაბამისი ჩარევის, ქცევის ცვლილების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც ორიენტირებული
იქნება:
ü პრობლემური
ქცევის პრევენციაზე.
ü პრობლემური
ქცევის სანაცვლოდ სოციალურად მისაღები ქცევის სწავლებაზე, რათა მოსწავლეს შეეძლოს იგივე
მიზნის უკვე სხვებისთვისაც მისაღები გზით მიღწევა.
გვერდი-6
·
პრობლემური ქცევის პრევენცია ნიშნავს:
1.
გარემოს, დავალების,მასალის, ინსტრუქციის მოდიფიკაციას.
2.
თანატოლების ჩართვას დახმარების პროცესში.
3.
ვიზუალური ცხრილების გამოყენება, რომელიც მოვლენებს
პროგნოზირებადს ხდის.
4.
არჩევანის მიცემას ორ სასურველს შორის-აირჩიე დღეს წაიკითხავ
თუ სურათს აღწერ.
·
ახალი ქცევის სწავლება ნიშნავს:
1.
პრობლემური ქცევის ნაცვლად ალტერნატიული, მაგრამ მისაღები
ქცევის სწავლება.
2.
ახალი უნარ-ჩვევა ბავშვისთვის ეფექტური და ადვილად მისაღწევი
უნდა იყოს.
3.
უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ძლიერ მხარეებს.
4.
უნდა შეირჩეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
1.2.პრობლემის
აქტუალობა.
საკვლევი
საკითხი აქტუალურია, რადგან იგი ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა განათლებასა და მათი სოციალური
ინტეგრაციის პროცესს. ქცევის მართვა არის საკითხი,რომელსაც ყურადღება,როგორც კლასის,ისე
სკოლის დონეზე სჭირდება.მთელი სკოლის მაშტაბით საჭიროა მართვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება,
რომელიც ხელს შეუწყობს რთული/პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლეების იდენთიფიკაციას
და მათთვის დახმარების აღმოჩენას. ამრიგად, შეიძლება ითქვას,რომ ამ პრობლემის კვლევა
ხელს შეუწყობს პრობლემური ქცევის როგორც პრევენციას, ასევე ალტერნეტიული, სოციალურად
მისაღები ქცევის სწავლებას ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით.
1.3. სამიზნე
ჯგუფი:
Ø მოსწავლეები.
Ø მასწავლებლები.
Ø მშობელი.
Ø სკოლის
პერსონალი.
გვერდი-6
გვერდი-7
თავი
II.
v 2.1.
ლიტერატურის მიმოხილვა.
ბავშვის
უფლებათა კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა.
ეს უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში
თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლების
მიზანია ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა ხარისხიანი განათლების მიღებისა.
ყველა
მასწავლებლის მიზანი და ამოცანაა მოსწავლის მიღწევებსა და წარმატებებზე ორიენტირება,
მაგრამ მოლოდინი და დასახული მიზნები აუცილებლად რეალისტური უნდა იყოს. სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა სწავლების პროცესში მასწავლებელმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის
მიზნით შემდეგი ძირითადი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს:
·
უნდა განავითაროს ახალი უნარები.
·
ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ახალი ინფორმაცია.
·
სასწავლო მიზნები უნდა შეუსაბამოს მოსწავლის ასაკსა
და უნარებს.
·
უნდა წაახალისოს შეძენილი უნარების ფუნქციური გამოყენება.
ყოველი
მასწავლებელი სხვადასხვა სახის აქტივობას მიმართავს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
„კარგი სწავლება“ აუცილებლად გულისხმობს ქცევის
მართვის პოზიტიურ სტრატეგიას, რაც შეამცირებს პრობლემურ ქცევას.
პოზიტიური
დისციპლინა სტრუქტურული და სისტემური მიდგომაა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს საკლასო
აქტივობების ორგანიზებულ განხორციელებაში. მიდგომის უმთავრესი სტრატეგიაა, აგრესიულ
მიუღებელ ქცევაძე მასწავლებლის მშვიდი და თანმიმდევრული წინააღმდეგობაა. ეს არის ასერტიული
ქმედება- საკუთარი პიზიციის მშვიდი, მაგრამ თანმიმდევრული დაცვის უნარი.
ასერტიული
ტექნიკა ხელს უწყობს:
ü პოზიტიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.
ü ეხმარება
მოსწავლეს შეცვალოს ქცევის მიუღებელი სტრატეგიები
და სტილი.
ü ჩართოს
მოსწავლე საკუთარი ქცევის ცვლილების პროცესში.
გვერდი-7
გვერდი-8
მასწავლებელმა უპირველეს ყოვლისა უნდა შეძლოს იმ
ქცევის დიფერენცირება, რომელიც მისი აზრით, საჭიროებს შეცვლას. მან უნდა შეძლოს პრობლემური ქცევის ზუსტი და არა
ზოგადი აღწერა და იმ სასურველი, ალტერნატიული ქცევის განსაზღვრა, რომლითაც შესაძლებელია
მიუღებელი ქცევის ჩანაცვლება. არსებობს ქცევის გაზომვის სამი ხერხი:
·
ქცევის გამოვლენის სიხშირე .
·
ქცევის გამოვლენის ხანგრძლივობა.
·
ინტენსივობის სკალა.
სკინერის
აზრით, ადამიანის ქცევას შესასწავლად აუცილებელი არაა რთული თეორიების ჩამოყალიბება,
ის ძირითად ამოცანად მიიჩნევს სტიმულისა და რეაქციის ტიპებს შორის ურთიერთზემოქმედების საფუძვლების შესწავლას.
ეს გულისხმობს მასტიმულირებულ მოვლენასა და გაზომვად ქცევას შორის ფუნქციონალურ ანალიზს.
სკინერი თვლიდა, რომ ფუნქციონალური ანალიზი საშუალებას
იძლევა იმაზე, თუ რაზე რეაგირებს ან არ რეაგირებს ინდივიდი, რა პირობებში მიმდინარეობს
ქცევა და რა შედეგი აქვს მას.
ბიჰევიორისტების
აზრით, სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს
მათზე დაკვირვება და რაოდენობრივი შეფასება. ბიჰევიორისტული მიდგომის გამოყენება ეფექტურია
ქცევის მართვისათვის, სასურველი ქცევის მისაღწევად და ქცევის შესაცვლელად.
გვერდი-8
გვერდი-9
თავი
III.
v 3.1.საკვლევი
კითხვების ფორმულირება.
v კვლევის მიზნები და ამოცანები.
v კვლევის გეგმა.
3.1. საკვლევი კითხვების ფორმულირება.
Ø რა ქცევას ვეძახით პრობლემურს?
Ø რომელია
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემური ქცევა მოცემული მოსწავლის შემთხვევაში?
Ø რა
იწვევს ამ ქცევას და რა ფუნქციას ასრულებს ის ბავშვისათვის: არიდებს რაიმეს თავს,თუ
იღებს რაიმეს პრობლემური ქცევის შედეგად?
Ø როგორ
შეიძლება შეიცვალოს პრობლემური ქცევა ჩვენთვის მისაღები ქცევით?
Ø რა
სტრატეგიას გამოვიყენებ ამ მოსწავლის ქცევის სამართავად- იგნორირებას, შენიშვნებისა
და ჯარიმების სისტემას, დაჯილდოების ახალ სისტემას და ა.შ.
Ø ბავშვის
რა ძლიერი მხარეები შემიძლია გამოვიყენო?
3.2. კვლევის მიზნები და ამოცანები:
აღნიშნული
კვლევის მიზანია პრობლემური (რთული) ქცევის
იდენტიფიკაცია, ქცევის წინმსწრები და შემდგომი მოვლენების აღწერა, რომლის შემდეგაც
შესაძლებელი ხდება ქცევის ფუნქციის განსაზღვრა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება,
რომელიც ორიენტირებული იქნება:
·
პრობლემური ქცევის პრევენციაზე.
·
პრობლემური ქცევის სანაცვლოდ სოციალურად მისაღები ქცევის
სწავლებაზე.
·
კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს.
კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს;
Ø გარემოს
რა ფაქტორები მოქმედებენ ქცევაზე?
Ø რატომ
ახორციელებს ბავშვი ამ ქცევას ამ კონკრეტულ დროსა და ამ კონკრეტულ ადგილზე?
Ø
რა სარგებელს იღებს ბავშვი ამ ქცევით?
გვერდი-10
3.3. კვლევის გეგმა.
აღნიშნულ კითხვებზე
პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა, კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა
შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ღია და დახურული ანკეტა, ფოკუსირებული დაკვირვება
გაკვეთილზე და ა.შ.
·
პრობლემის გარკვევა.
·
პრობლემის ანალიზი.
·
ქცევითი ჩარევის შესაძლო სტრატეგიების მოფიქრება/განსაზღვრა.
·
ქცევის მართვის სტრატეგიის შერჩევა.
·
დანერგვის პროცედურის გაანალიზება.
·
ქცევითი მართვის გეგმის განხორციელება.
·
გეგმის ეფექტურობის შეფასება.(შემცირდა თუ არა პრობლემური
ქცევის სიხშირე, ხანგრძლივობა ან შეწყდა პრობლემური ქცევა).
·
საჭიროების შემთხვევაში გეგმის გადახედვა-ცვლილება.(თუ
პრობლემური ქცევის გამოვლენის სიხშირე, ინტენსივობა არ შეიცვალა, აუცილებელია გეგმის
გადახედვა და ცვლილებები.)
გვერდი-10
გვერდი-11
თავი IV.
v
4.1.რთული ქცევის მართვის გეგმა.
რთული ქცევის მართვის
გეგმა.
მოსწავლის სახელი, გვარი: ნინია.ბ.
ასაკი: 14 წლის
კლასი: მე-8
მოსწავლე ცნობს რამდენიმე ასო-ბგერას(ი,ა,თ,ს,ხ,მ,ნ,ო,ე),
შეუძლია მხოლოდ ორასოიანი და სამასოანი სიტყვის ჩაწერა კარნახით,წაკითხვა. წერს დამოუკიდებლად
საკუთარ სახელს, უჭირს მარტივი სიტყვის (ორმარცვლიანი,სამმარცვლიანი სიტყვის დამოუკიდებლად
ჩაწერა, წაკითხვა,შინაარსის წვდომა.ვერ ყვება დამოუკიდებლად მარტივი მოთხრობის შინაარსს,შეუძლია
მარტივი (პირველი დონის: ცოდნა-გაგება)კითხვებზე პასუხის გაცემა ორი სიტყვით, შეუძლია
მარტივად აღწეროს სურათი. (ვინ?რა? რას აკეთებს?)უჭირს ასაკობრივი ტექსტის გაგება-გააზრება.ითვლის
ათამდე, ცნობა რიცხვებს 5-ის ფარგლებში, არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩაწეროს და შეასრულოს
მარტივი არითმეტიკული ოპერაციები 5-ის ფარგლებში,ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, შეუზლია
გააფერადოს კონტურის დაცვით დამოუკიდებლად,აქტივობაზე ყურადღების კონცენტრაცია შეუძლია
მხოლოდ 5 წთ-ით,ვერ არჩევს საგნის ფერს და ფორმას,იგებს ერთსაფეხურიანი ინსტრუქციები,თუმცა
საჭიროებს ინსტრუქციის გამეორებას.უჭირს მეტყველება ქართულად,საუბრობს მეგრულად,იცავს
პირად ჰიგიენას,აწესრიგებს დამოუკიდებლად საკუთარ ნივთებს .
გვერდი-11
გვერდი-12
I
საფეხური : რთული ქცევის იდენტიფიცირება.
v
ვაწარმოე
ფონური-პირველადი დაკვირვება მოსწავლის რთულ ქცევებზე.ვაკვირდებოდი ქართულის, მათემატიკის,
ისტორიის, გეოგრაფიის,სახვითი ხელოვნების გაკვეთილებს. თითო საგანს დავესწარი 1-2 ჯერ
სამიზნე ქცევის შერჩევის მიზნით.
v
ფონური
დაკვირვების საფუძველზე მოსწავლის რთული ქცევების ჩამონათვალია:
Ø
როდესაც
გაკვეთილის დაწყების ზარი ირეკება,მოსწავლე არის გარეთ,დერეფანში და გაკვეთილზე შედის
მხოლოდ მასწავლებლის მინიშნების შემდეგ.
Ø
გაკვეთილზე
სასწავლო პროცესის მსვლელობისას ითხოვს საჭირო
ოთახში გასვლას.
Ø
გაკვეთილზე
დგება სკამიდან,დადის კლასში,მიდის ფანჯარასთან და იყურება გარეთ.
Ø
უნებართვოდ
იღებს სხვის ნივთებს და საკუთარ ჩანთაში დებს.
Ø
იღებს
სხვის ან საკუთარ სასწავლო ნივთებს და ჯღაბნის.
Ø
გაკვეთილზე
ხელის აწევის გარეშე წამოიძახებს პასუხს,ხშირად შეცდომით.
Ø
გაკვეთილის
მიმდინარეობის დროს, როდესაც მასწავლებელი ხსნის,ტრიალდება კლასელისკენ მასწავლებლისგან
ზურგით და იწყებს ლაპარაკს ან იყურება ბავშვების მიმართულებით.
გვერდი-12
v
გვერდი-13
v
სამიზნე
რთული ქცევა არის:მოსწავლე ითხოვს გაკვეთილზე
საჭირო ოთახში გასვლას.
v
მოსწავლე დგება
სკამიდან, მიდის კარებთან და ეუბნება მასწავლებელს:’’შეიძლება საჭირო ოთახში?’’
v
სამიზნე
ქცევას მივანიჭე სიმბოლო: X
v
სამიზნე
რთულ ქცევაზე დასაკვირვებელი მახასიათებელია: სიხშირე.
4.1.მონაცემთა შეგროვება.
4.2.
ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი.
ll საფეხური:სამიზნე რთული ქცევის
ანალიზი.
1.სამიზნე ქცევას ვაკვირდებოდი ორი კვირის განმავლობაში:
ქართულის,ისტორიის,გეოგრაფიის,მათემატიკის და სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე. თითოეულ
საგანს დავესწარი ხუთჯერ.
2.სიხშირის
ცხრილები:
ქართული
ენა
|
00-05წთ
|
05-10წთ
|
10-15წთ
|
15-20წთ
|
20-25წთ
|
25-30წთ
|
30-35წთ
|
35-40წთ
|
40-45წთ
|
I
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
II
|
|
|
|
|
X
|
|
|
X
|
|
III
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
X
|
IV
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
V
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
გვერდი-13
ისტორიის
გაკვეთილი
|
00-05
|
05-10
|
10-15
|
15-20
|
20-25
|
25-30
|
30-35
|
35-40
|
40-45
|
I
|
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
II
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
III
|
|
|
|
|
x
|
|
|
|
x
|
IV
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
V
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
გეოგრაფიის
გაკვეთილი
|
00-05წ
|
05-10წ
|
10-15წ
|
15-20წ
|
20-25წ
|
25-30წ
|
30-35წ
|
35-40წ
|
40-45წ
|
I
|
|
x
|
|
|
|
|
|
x
|
|
II
|
|
|
|
x
|
|
|
|
|
|
III
|
|
x
|
|
|
|
x
|
|
|
|
IV
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
V
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
ხელოვნების
გაკვეთილი
|
00-05წ
|
05-10წ
|
10-15წ
|
15-20წ
|
20-25წ
|
25-30წ
|
30-35წ
|
35-40წ
|
40-45წ
|
I
|
|
|
|
|
x
|
|
|
|
|
II
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
III
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
IV
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
V
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
გვერდი-14
მათემატიკა
|
0-5
|
5-10
|
10-15
|
15-20
|
20-25
|
25-30
|
30-35
|
35-40
|
40-45
|
I
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
II
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
III
|
|
X
|
|
|
|
|
X
|
|
|
IV
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
V
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
3. გრაფიკები:






გვერდი-15
გვერდი-16
















































I II III IV
გვერდი-16
გვერდი-17

ქართულის გაკვეთილზე:
წინაპირობა
|
ქცევა
|
შედეგი
|
მასწავლებელი
ხსნის გაკვეთილს: „პატარა დინოზავრი“.მე-7 კლასის სახელმძღვანელოდან, ახსნა გრძელდება
10წუთი,იყენებს ნინისთვის გაუგებარ სიტყვებს.(მაგ:დინოზავრის მნიშვნელობა მოსწავლემ
არ იცის)
|
ნინი
ამბობს:’’საჭირო ოთახში მინდა“
|
მასწავლებელი
ნინის უშვებს საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
აძლევს ინსტრუქციას: გადმოწეროს რვეულში სამმარცვლიანი სიტყვა, როცა ნინის შეუძლია
მხოლოდ ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვის ჩაწერა.
|
ნინი
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის ტუალეტში.
|
მასწავლებელი
დაფაზე წერს გაკვეთილის გეგმას, ნინის არ შეუძლია წაიკითხოს ეს გეგმა, მას შეუძლია
მხოლოდ ორსიტყვიანი მარტივი წინადადება.
|
ნინი
დგება, მიდის კარებთან და ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
ანიშნინებს მოსწავლეებს დავალებას მე-7 კლასის სახელმძღვანელოში. ეს დავალება
ნინისთვის გაუგებარია .
|
ნინი
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება:’’ჯერ ჩაინიშნე და მერე წადი საჭირო ოთახში.“ნინი მიდის საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
ეუბნება ნინის ‘’გაიმეორე ანდაზა.“
|
ნინი
ამბობს,რომ საჭირო ოთახში უნდა.
|
მასწავლებელი
აგზავნის ნინის საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
კითხვებს სვამს განვლილი მასალიდან მარტივი კითხვების საშუალებით.
|
ნინი
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება:“ ჯერ მიპასუხე ერთ კითხვაზე და მერე გაგიშვებ“ ნინი პასუხობს კითხვას.
|
მასწავლებელი
ეუბნება ნინის: მომიყევი ლექსი, რომელიც გუშინ გასწავლე. ( მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ
ერთსტროფიანი ლექსის მოყოლა)
|
მოსწავლე
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება ნინის:“ერთი სტროფი მომიყევი მხოლოდ.“ ნინი ყვება ლექსს.
|
გვერდი-19
წინაპირობა-შედეგების
ცხრილები ისტორიის გაკვეთილზე:
წინაპირობა
|
ქცევა
|
შედეგი
|
მასწავლებელი
სვამს კითხვებს განვლილი მასალიდან.
|
მოსწავლე(ნინი)
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის ტუალეტში.
|
მასწავლებელი
ხსნის ახალ თემას მე-7 კლასის სახელმძღვანელოდან.
|
ნინი
ამბობს: შეიძლება საჭირო ოთახში?“
|
‘’’შეიძლება,წადი.“
ეუბნება
მასწავლებელი.
|
მასწავლებელი
სთხოვს ნინის მოძებნოს რუკაზე ალექსანდრე მაკედონელის იმპერია.
|
ნინი
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება ნინის,ჯერ მოძებნე და მერე წადი საჭირო ოთახში მე დაგეხმარები“. მოსწავლე
ძებნის რუკაზე იმპერიას მასწავლებლის დახმარებით.
|
მასწავლებელი
სთხოვს ნინის მოძებნოს ისტორიულ წყაროში ნაცნობი სიტყვა და წაიკითხოს.
|
ნინი
ამბობს,რომ საჭირო ოთახში უნდა.
|
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეს ჯერ მოძებნოს ნაცნობი სიტყვა .მოსწავლე ძებნის და მერე უშვებს ნინის
საჭირო ოთახში.
|
გვერდი-20
წინაპირობა-შედეგების ცხრილი გეოგრაფიის გკვეთილზე.
წინაპირობა
|
ქცევა
|
შედეგი
|
მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას, დავალება მოსწავლეს არ ეწერა.
|
მოსწავლე(ნინი)
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის ტუალეტში.
|
მასწავლებელი
სთხოვს ნინის გლობუსზე მოძებნოს აფრიკის კონტინენტი , რომლის მოძებნა მოსწავლეს დამოუკიდებლად
არ შეუძლია.
|
ნინი
ამბობს:შეიძლება საჭირო ოთახში?
|
მასწავლებელი
ეუბნება:წადი.
|
მასწავლებელი ნინის აძლევს გასაფერადებელ რუკას და სთხოვს გააფერადოს.
|
ნინი
სწრაფად აფერადებს უხარისხოდ და შემდეგ ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება:წადი და მალე მოდი.
|
მასწავლებელი
სვამს კითხვებს ახსნილი თემიდან.
|
ნინი
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის ტუალეტში.
|
მასწავლებელი
აძლევს ნინის ინდივიდუალურ დავალებას, რომელიც ნინისთვის რთულია.მოსწავლის უნარებზე
არ არის მორგებული.
|
ნინი
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს მას ტუალეტში.
|
მასწავლებელი
აძლევს ნინის ინდივიდუალურ დავალებას, რომელიც ნინისთვის რთულია.მოსწავლის უნარებზე
არ არის მორგებული.
|
ნინი
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს მას ტუალეტში.
|
მასწავლებელი
სვამს შემაჯამებელ კითხვებს, რომლებიც მოსწავლისთვის რთულია.
|
მოსწავლე
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
უშვებს მოსწავლეს საჭირო ოთახში.
|
წინაპირობა-შედეგების ცხრილი სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე.
წინაპირობა
|
ქცევა
|
შედეგი
|
მასწავლებელი
სთხოვს ნინის გადაიხატოს ნახატი დაფიდან.
|
ნინი
ამბობს:შეიძლება საჭირო ოთახში?
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეს გასაფერადებელს.
|
ნინი
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება: ჯერ გააფერადე და მერე გაგიშვებ.მოსწავლე აფერადებს და შემდეგ მიდის საჭირო
ოთახში.
|
მასწავლებელი
ეუბნება მოსწავლეს შეუსაბამოს ნახატი მხატვრის სურათს.რაც ნინისთვის რთულია.
|
ნინი
ითხოვს საჭირო ოთახში წასვლას.
|
მასწავლებელი
აგზავნის ნინის საჭირო ოთახში.
|
გვერდი-22
წინაპირობა-შედეგების
ცხრილი მათემატიკის გაკვეთილზე.
წინაპირობა
|
ქცევა
|
შედეგი
|
მასწავლებელი
ნინის აძლევს ინდივიდუალურ დავალებას:“ გამომიწერე რიცხვი 5“,როცა მოსწავლეს უჭირს
რიცხვების დამოუკიდებლად გამოსახვა.
|
ნინი
ამბობს: შეიძლება საჭირო ოთახში?
|
მასწავლებელი
უშვებს ნინის საჭირო ოთახში.
|
მასწავლებელი
კითხვას ამოცანის შესახებ უსვამს ნინის. „რამდენი მტევანი ყურძენი დარჩა?“მოსწავლეს
უჭირს თვალსაჩინოების გარეშე ამოცანის ამოხსნა.
|
ნინი
ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
ეუბნება ჯერ მიპასუხე და მერე წადი. ნინი არასწორად პასუხობს კითხვას. და მიდის საჭირო
ოთახში.
|
მასწავლებელი
ამოწმებს საშინაო დავალებას,მოსწავლეს დავალება არ უწერია..
|
მოსწავლე
(ნინი) ითხოვს ტუალეტში წასვლას.
|
მასწავლებელი
ნინის აგზავნის ტუალეტში.
|
გვერდი-22
გვერდი-23
5.მაპროვოცირებელი ფაქტორი ქართული ენის გაკვეთილზე:მასწავლებელმა დაიწყო გაკვეთილის
ახსნა,სთხოვა მოსწავლეს გაიმეოროს ლექსი,მოყვეს ანდაზა,მასწავლებელი ანიშნინებს დავალებას.
შემანარჩუნებელი ფაქტორი:მასწავლებელმა მოსწავლე გაუშვა საჭირო ოთახში.
ისტორიის გაკვეთილზე
მაპროვოცირებელი ფაქტორია ის,როდესაც მასწავლებელმა დასვა კითხვები,გამოიკითხა განვლილი
მასალა, როცა დაიწყო გაკვეთილის ახსნა,სთხოვა მოსწავლეს მოეძებნა რუკაზე ალექსანდრე
მაკედონელის იმპერია.
შემანარჩუნებელი ფაქტორია:მასწავლებელმა ნინი
გაუშვა ტუალეტში.
დამბლოკავი ფაქტორია:მასწავლებელი ეუბნება:
ჯერ მომისმინე და მერე წადი საჭირო ოთახში.მოსწავლე უსმენს გაკვეთილის ახსნას.
გეოგრაფიის
გაკვეთილზე მაპროვოცირებელი ფაქტორია: მასწავლებელი საშინაო დავალებას ეკითხება მოსწავლეს,მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეს მოძებნოს გლუბუსზე აფრიკის კონტინენტი,მასწავლებელი აძლევს ინსტრუქცია
საკლასო დავალების შესასრულებლად.
შემანარჩუნებელი ფაქტორია: მასწავლებელმა გაუშვა
მოსწავლე საჭირო ოთახში.
სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მაპროვოცირებელი ფაქტორია: მასწავლებელი
აძლევს საკლასო სამუშაოს ინდივიდუალურად, მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს
გვერდი-24
განვლილი მასალიდან,
მასწავლებელი აძლევს გასაფერადებელს მოსწავლეს.
შემანარჩუნებელი ფაქტორია: მასწავლებელმა გაუშვა მოსწავლე საჭირო ოთახში.
დამბლოკავი ფაქტორია:მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს
ჯერ შეასრულოს დავალება, შესრულებული დავალების სანაცვლოდ მიიღებს სტიკერს, მერე გაუშვებს
მას საჭირო ოთახში.მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციას
მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლის
ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორია: მასწავლებლის შეკითხვა ამოცანის შესახებ, დაფაზე
ან რვეულში გამოწეროს რიცხვი 5, უპასუხოს კითხვებს...
შემანარჩუნებელი ფაქტორია:
მასწავლებლის მიერ მოსწავლის
ტუალეტში გაშვება.
დამბლოკავი ფაქტორებია: მასწავლებელმა უთხრა ჯერ მოუსმინე ამოცანის ამოხსნას
და მერე წადი. მოსწავლემ მოისმინა ამოცანის ამოხსნა,ჯერ ჩაწერა რიცხვი რვეულში და მერე
გავიდა საჭირო ოთახ
გვერდი-24
გვერდი-25
6. რთული ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორებია.
ნინის რთული ქცევის მაპროვოცირებელი არის მასწავლებლის მიერ
შეთავაზებული ისეთი აქტივობები, რომელიც მოსწავლისთვის რთულია:მაგ:
ü
მასწავლებელი
ხსნის გაკვეთილს მე-8 კლასის სახელმძღვანელოდან დინოზავრზე
ü
უსვამს
რთულ კითხვებს განვლილი მასალიდან.
ü
ეკითხება
ლექსს,ან ანდაზას რომელიც მის უნარებს აღემატება.
ü
საშინაო
დავალების ჩანიშვნა, ინსტრუქცია მოსწავლისთვის გაუგებარია.
ü
ნიმუშის
მიხედვით გადახატოს დაფიდან სურათი,რისი დამოუკიდებლად განხორციელებაც ნინის არ შეუძლია.
ü
სთხოვს
მოსწავლეს რუკაზე ან გლობუსზე მოძებნოს შესაბამისი ქვეყანა ან კონტინენტი,რომლის დამოუკიდებლად
მოძებნა მოსწავლეს არ შეუძლია.
ü
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეს ინდივიდუალურ დავალებას,რომელიც არ არის მოსწავლის უნარებზე მორგებული.
ü
სთხოვს
მოისმინოს ამოცანის ამოხსნა,მოსწავლე ვერ ხსნის მარტივ ამოცანას თვალსაჩინოების გარეშე.
ü
სთხოვს
მოსწავლეს დაწეროს რიცხვი 5, როდესაც ნინის რიცხვების დამოუკიდებლად ჩაწერა არ შეუძლია.
რთული ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორია:
გვერდი-25
გვერდი-26
ü
მასწავლებელმა
გაუშვა მოსწავლე საჭირო ოთახში. (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა)
რთული ქცევის დამბლოკავი ფაქტორები:
ü
მასწავლებელმა
სთხოვა მოსწავლეს ჯერ შეესრულებინა მასწავლებლის ინსტრუქცია და მერე გაუშვებდა მას
საჭირო ოთახში.მოსწავლემ შეასრულა მასწავლებლის ინსტრუქცია.
ü
მოსწავლე
რთულ ქცევებს არ ავლენს:
ü
როდესაც
მასწავლებლის ინსტრუქცია მოსწავლისათვის გასაგებია.
ü
ინდივიდუალური
დავალება მოსწავლის უნარებზეა მორგებული ან მოსწავლისათვის საინტერესოა.
ü
როცა
ასაკობრივი ტექსტი გამარტივებულია და მოსწავლის უნარებს შეესაბამება.
ü
როცა
კითხვები მარტივია ანუ მოსწავლისათვის გასაგებია .
ü
როდესაც
მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს ვიზუალურ მასალას , ვიდეოს და ა.შ.
7.მოსწავლის რთული ქცევის მიზანია:
გაქცევა/თავის არიდება.
ამ რთული ქცევით მოსწავლე
თავს არიდებს რთულ დავალებებს, რომლებიც მის შესაძლებლობებზე არ არის მორგებული.
გვერდი-26
გვერდი-27
8.რთული ქცევის აღმოცენებას ხელს უწყობს დავალების
სირთულე,ასაკობრივი ტექსტი, რთული შეკითხვა,რომელიც არ არის მოსწავლის უნარებზე მორგებული.
რთული ქცევის მიზანი: გაქცევა/თავის
არიდება.
III- საფეხური: რთულ ქცევაზე ჩარევის გეგმა-ინტერვენცია.
9.სასურველი ქცევები:
v
მოსწავლემ
მოისმინოს გაკვეთილის ახსნა და მერე მოითხოვოს ტუალეტში წასვლა.
v
დაასრულოს
ინდივიდუალური დავალება.
v
უპასუხოს
შემაჯამებელ კითხვებს.
v
მოძებნოს
რუკაზე მითითებული სახელმწიფო.
v
მოძებნოს
გლობუსზე და დაასახელოს მითითებული კონტინენტი,ოკეანე...
v
დაასრულოს
ნახატი ან დახატოს დაფაზე დახატული ობიექტი.
v
ამოცანის
ამოხსნას შეეცადოს.
v
გამოწეროს
რვეულში რიცხვი-5.
v
დაწეროს
დაფაზე ერთმოქმედებიანი მაგალითი. მაგ:1+2=3
ჩამანაცვლებელი ქცევები:
ü
მოსწავლემ
სთხოვოს მასწავლებელს, რომ ამოცანის ამოსახსნელად სჭირდება ჩხირები ან შესაბამისი თვალსაჩინოება
გვერდი-28
ü
მასწავლებელმა
გაუმარტივოს ტექსტი, სთხოვოს მასწავლებელს.
ü
სთქვას
რომ შეკითხვა გაუგებარია მისთვის.
ü
სთხოვოს
მოსწავლემ მასწავლებელს გაკვეთილზე გამოიყენოს მეტი თვალსაჩინოება, ვიდეო...
ü
ითხოვოს
დახმარება ან მასწავლებლისგან ან თანაკლასელისგან.
10.განმამტკიცებლების მენიუ:
Ø
სტიკერები.
Ø
შექება.
Ø
წახალისება.
Ø
ქულა.
Ø
კომპიუტერი.
Ø
დროის
ლიმიტის გაზრდა.
Ø
მოსწავლის
შესაძლებლობებზე მორგებული გამარტივებული ტექსტი, ამოცანა, მაგალითი.
Ø
მოსწავლის
ინტერესების გათვალისწინება.
11.ქცევის წინაპირობაში ჩარევა.
v
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეს მოუსმინოს ყურადღებით გაკვეთილის ახსნას,ან უთხრას მოსწავლეს თუ რამეს
ვერ გაიგებს ახსნილი მასალიდან ან შეკითხვიდან უთხრას მასწავლებელს.
გვერდი-28
გვერდი-29
v
მასწავლებელმა
სთხოვოს მოსწავლეს ჯერ შეასრულოს დავალება, რადგან დავალების დასრულებისთანავე მიიღებს
ჯილდოს. (სტიკერს,კომპიუტერს,ქულას...)
v
მასწავლებელმა
ისაუბროს მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე და გაამარტივოს ტექსტი, ლექსი, მაგალითი, ამოცანა
მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
12.რთული ქცევის შედეგში ჩარევა:
v
მოსწავლემ
ვერ შეძლოს თავი აარიდოს დავალებას.მასწავლებელმა შესთავაზოს მოსწავლეს:თუ მოსწავლე
კარგად შეასრულებს ინდივიდულურ დავალებას და დააგროვებს 10 სმაილს, ეს სმაილები გადაიცვლება
კომპიუტერში 10 წთ-ით.
v
თუ უპასუხებს
კითხვებს ადეკვატურად,მიიღებს კარგ ქულას.
v
ყურადღებით
თუ მოისმენს გაკვეთილის ახსნას,დაიმსახურებს შექებას.
v
კარგად
თუ დახატავს მიიღებს სტიკერს ან თავისუფალ დროს.
v
თუ ამოხნის
მარტივ მაგალითს დაფაზე დაიმსახურებს კარგ
ქულას.
v
თუ მოუსმენს
ყურადღებით ამოცანის პირობას, და უპასუხებს კითხვას ამოცანის შესახებ მიიღებს ჯილდოდ
გასაფერადებელს.



![]() |
![]() |
![]() |
|||


Комментариев нет:
Отправить комментарий