მთავარი იდეა: ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება.
მნიშვნელობა/აქტუალობა. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ
ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
იგნორირება გაუკეთონ მათ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
მიზნები და შედეგები:
· ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა.
· პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება.
· კვლევითი, თანამშრომლობითი და ანალიზის უნარ–ჩვევების განვითარება.
–მოსწავლე ანსხვავებს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.
–მოსწავლემ იცის რა ზიანის მოტანა შეუძლია ალკოჰოლს, თანბაქოსა და
ნარკოტიკს.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში მოიძიონ მათთვის
საიტერესო ინფორმაცია და სურათები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: დაფა, ცარცი, დიდი ფორმატის
ფურცელი, ფერადი ფანქრები, ,,იდეების ყუთი“, ბარათები,კომპიუტერი,პროექტორი. ინტერნეტი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: მასწავლებელი უჩვენებს სლაიდებს თემაზე:,, ალკოჰოლი, თამბაქო და
ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.“
აქტივობა 2: მასწავლებელი დაფაზე წერს სადისკუსიო კითხვას: ,,რა მავნე ზეგავლენა
შეიძლება მოუტანოს ადამიანს ალკოჰოლმა, თამბაქომ და ნარკოტიკმა.“
იმართება დისკუსია ჯგუფებში: კლასი იყოფა სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს
თემას.
l ჯგუფი: ალკოჰოლი.
ll ჯგუფი: თამბაქო.
lll ჯგუფი: ნარკოტიკი.
აქტივობა 3: თითოეული ჯგუფის მიერ არჩეული ლიდერი აკეთებს მცირე პრეზენტაციას.
აქტივობა 4: თითოეული ჯგუფი ქმნის პლაკატს თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის
უარყოფითი შედეგების შესახებ. აკეთებენ გამოფენას.
აქტივობა 5: მოსწავლეები წინასწარ გამზადებულ ბარათებზე წერენ თავიანთ აზრებს თანბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზე და ათავსებენ წინასწარ გამზადებულ ,,იდეების ყუთში.“ შემდეგ ყუთი იხსნება და ,,იდეები“ დაფაზე იწერება. ხდება ერთობლივი განხილვა.
აქტივობა 6: მასწავლებელი აჯამებს შეხვედრას. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ჯგუფებში: მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
აქტივობა 7: მოსწავლეები გეგმავენ: აწარმოონ ქალაქში სარეკლამო კამპანია ცხოვრების
ჯანსაღი წესი . გააკრან ქალაქის ქუჩებში თავიანთი შექმნილი ბარათები წარწერებით: ,,არა ალკოჰოლს.“ ,,არა ნარკოტიკს.“ არა თამბაქოს.“ ჩააბან ამ აქტივობაში სხვა სკოლის ბავშვებიც.
მოსწავლეებს პროექტზე სამუშაოდ მიეცათ ორი კვირის ვადა.
მოსწავლეებს პროექტზე სამუშაოდ მიეცათ ორი კვირის ვადა.