пятница, 9 декабря 2011 г.

პროექტი


მთავარი  იდეა: ალკოჰოლი,  თამბაქო და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება.
მნიშვნელობა/აქტუალობა. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ
ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
იგნორირება გაუკეთონ მათ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
მიზნები და შედეგები:
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა.
·         პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება.
·         კვლევითი, თანამშრომლობითი და ანალიზის უნარ–ჩვევების განვითარება.
–მოსწავლე ანსხვავებს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.
           –მოსწავლემ იცის რა ზიანის მოტანა შეუძლია ალკოჰოლს, თანბაქოსა და
ნარკოტიკს.
შეფასების საგანი და პროცედურები: იხილეთ თანდართული რუბრიკა.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში მოიძიონ მათთვის
საიტერესო ინფორმაცია და სურათები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: დაფა, ცარცი, დიდი ფორმატის
ფურცელი, ფერადი ფანქრები, ,,იდეების ყუთი“, ბარათები,კომპიუტერი,პროექტორი. ინტერნეტი.
სასწავლო პროექტის  მსვლელობა:
აქტივობა 1: მასწავლებელი უჩვენებს სლაიდებს თემაზე:,, ალკოჰოლი, თამბაქო და
ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.“
აქტივობა  2: მასწავლებელი დაფაზე წერს სადისკუსიო კითხვას: ,,რა მავნე ზეგავლენა
შეიძლება მოუტანოს ადამიანს ალკოჰოლმა, თამბაქომ და ნარკოტიკმა.“
იმართება დისკუსია  ჯგუფებში: კლასი იყოფა სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს
თემას.
l ჯგუფი: ალკოჰოლი.
ll ჯგუფი: თამბაქო.
lll ჯგუფი: ნარკოტიკი.
აქტივობა 3: თითოეული ჯგუფის მიერ არჩეული ლიდერი აკეთებს მცირე პრეზენტაციას.
აქტივობა 4: თითოეული ჯგუფი ქმნის პლაკატს თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის
უარყოფითი შედეგების შესახებ. აკეთებენ გამოფენას.
აქტივობა 5: მოსწავლეები წინასწარ გამზადებულ ბარათებზე წერენ თავიანთ აზრებს თანბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზე და ათავსებენ წინასწარ გამზადებულ ,,იდეების ყუთში.“  შემდეგ ყუთი იხსნება და ,,იდეები“ დაფაზე  იწერება. ხდება  ერთობლივი განხილვა.
აქტივობა 6: მასწავლებელი აჯამებს შეხვედრას. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ჯგუფებში: მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში  აღნიშნულ თემასთან  დაკავშირებით.
აქტივობა 7: მოსწავლეები  გეგმავენ:  აწარმოონ ქალაქში სარეკლამო კამპანია  ცხოვრების
ჯანსაღი წესი . გააკრან ქალაქის ქუჩებში თავიანთი შექმნილი ბარათები წარწერებით: ,,არა ალკოჰოლს.“ ,,არა ნარკოტიკს.“ არა თამბაქოს.“ ჩააბან ამ აქტივობაში სხვა სკოლის ბავშვებიც.
მოსწავლეებს პროექტზე სამუშაოდ მიეცათ ორი კვირის ვადა.